|
2021-08-19 20:07:46, 924 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები- ჩვენი მიზანი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა, - ამის შესახებ განცხადება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, პავლე ბედოიძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით გააკეთა. მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებული განცხადებები კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი იყო და მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ. „ჩვენ, „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, ვაყენებდით და ვაყენებთ „თბილსერვისის“ ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის წინაშე ჩვენი პირობების გაუმჯობესების საკითხს, რომელიც პუნქტობრივად წარდგენილი აქვს თბილისის მერიას და რომლის განხილვის პირობაც მიღებული გვაქვს. სამწუხაროდ, ირაკლი ბაღდავაძემ, ნიკა გვარამიას ტელევიზიაში გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მან თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან. თან მოჰყვა ისეთ რამეებს, რაც პირდაპირი ტყუილია. ჩვენთან ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს, ისინი ჩვენი ძმები, დები და კოლეგები არიან. ამიტომ, მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ; არც ტელევიზიაში პრანჭვის და გვარამია-ხაბეიშვილის თავის მოსაწონებლად ტყუილების თქმას, თან ჩვენი დამცირებულად წარმოჩენის და შეურაცხყოფის ხარჯზე“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა. პავლე ბედოიძე განმარტავს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი საქმის კეთებას განაგრძობენ. „ეს კაცი არის ჩვენი საქმის მოღალატე. მაგან პირადი არჩია ჩვენ საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა, წავიდა და ჩვენ ხარჯზე ვიღაც პოლიტიკოსებთან და „ნაციონალებთან“ დაიწყო საქმის აწყობა, რომ თვითონ კარგად იყოს, სხვა სამსახური შესთავაზონ და სხვების ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენი საქმის კეთებას და ქალაქის დასუფთავებას განვაგრძობთ“, - განაცხადა პავლე ბედოიძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)