|
2021-08-19 15:03:45, 471 ნახვა
საზოგადოება
ლიბერთის სოციალურ ბარათებზე პინ კოდის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდა
ქვეყანაში COVID 19 პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ლიბერთი საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადას კიდევ ერთხელ ახანგრძლივებს. „ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ყოველთვის ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებმა ბანკში ვიზიტის გარეშე, შეუფერხებლად შეძლონ როგორც ბანკომატით, ისე გადახდის ტერმინალებით სარგებლობა“, - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ დანერგა გადახდის ტერმინალიდან თანხის გატანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე, ნიკორა სუპერმარკეტის ქსელის, პსპ, ავერსი და ფარმადეპოს ყველა აფთიაქის გადახდის ტერმინალების საშუალებით. გარდა ამისა, საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების მფლობელები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ: ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, სოციალური ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკებში, ფარმადეპოს აფთიაქებსა და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



