16:16 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 15:41:35, 518 ნახვა

საზოგადოება
კვაჭაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, კვაჭაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. -ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, 3 565 კვ.მ ფართობზე ასფალტის  ორფენიანი საფარი დაიგო.

„დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„საბურთალოს გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები დავასრულეთ კვაჭაძის ქუჩაზე, სადაც არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილების პრობლემას ქმნიდა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებისთვის, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 150 000 ლარი დაიხარჯა.  პროექტი კი, გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ  "ლ. ენდ ლ" შეასრულა.”-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics