16:06 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 11:42:39, 620 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო.

სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო. პრემიერის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე გამოიყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად.

ამ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრომ ასეულობით საწოლი გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს და გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას. თავდაცვის უწყების მიერ შეიქმნა  მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics