|
2021-08-14 11:07:04, 857 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 3 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 1 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების და 4 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების. მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. სოფლების - ანდეზიტის, მზეთამზესა და სხვილისის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ 4 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყის, 7 კუბურ მეტრამდე ფიჭვის სახეობის საშეშე მერქნისა და 11 ერთეული ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი კი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშია გამოავლინეს. ადიგენის სატყეო უბანში, ასევე დაბა წაღვერში და სოფლებში - ანდეზიტსა და მზეთამზეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ფიჭვისა და ნაძვის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული 1, 60 კუბური მეტრი საშეშე მერქნისა და ჯამში 43 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები. იმ ფაქტებზე კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო“. - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)