06:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 21:10:28, 762 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ახმეტაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის საპილოტო პროგრამები განხორციელდება

„ახმეტაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის საპილოტო პროგრამები განხორციელდება", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე.

 როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება იმ მეურნეობების დაფინანსება, რომლებიც ტყეში როგორც მერქნულ ისე არამერქნულ რესურს მოიპოვებენ მდგრადი პირობებით. ეს არის ახალი  პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდთან  და ტყის მდგრად მართვას ითვალისწინებს. 

„იქ, სადაც სოფლის მეურნეობა ნაკლებად არის წარმოდგენილი, მეტია ბუნებრივი რესურსების გამოყენების საშუალება. ახალი სატყეო კოდექსი იყო როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის ერთიანი სურვილი, რომ მიგვეღო ტყის მდგრადი მართვის ახალი პლიტიკა. ახმეტის მუნიციპალიტეტი იქნება ერთ-ერთი პირველი, პიონერი რეგიონში, სადაც ჩვენ დავიწყებთ სატყეო მეურნეობის იმგვარად აღდგენას, რომ ერთის მხრივ, გავუფრთხილდეთ ტყეს, მეორე მხრივ, შევქმნათ  მეტი ეკონომიკა, მეტი სარგებელი მიიღოს ჩვენმა მოქალაქემ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics