06:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 14:50:41, 501 ნახვა

საზოგადოება
​ჯანდაცვის მინისტრი ქედაში ოჯახის ექიმებს შეხვდა და იმუნიზაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ქედაში, ოჯახის ექიმებს შეხვდა და იმუნიზაციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიტრო ავრცელებს

მათი ცნობით, "Pfizer"-ის ვაქცინით აცრის მსურველთა მიმართვიანობა დღიურად საშუალოდ 100-120, ხოლო "Sinovac"- ითა და "Sinopharm"-ით ვაქცინირებულთა რაოდენობა 50-60 ადამიანს შეადგენს. მინისტრის განცხადებით, ისეთ მუნიციპალიტეტში, სადაც პოპულაცია 15 000-მდეა, ეს სტატისტიკა, დადებითად ფასდება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ქედის საავადმყოფოს მენეჯმენტს ვაქცინაციის პროცესზე მოქალაქეთა წვდომის უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში მინისტრმა მუნიციპალიტეტის მხრიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ვაქცინაციის პროცესის გაცნობის შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა იმუნიზაციის პროცესში ოჯახის ექიმების როლზე ისაუბრა და აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იმყოფებოდნენ."- ნათქვამია სამინიტროს განცხადებაში

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics