|
2021-08-13 13:34:03, 452 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს ოპონენტებს ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ - მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან
მე ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 13 წლის წინ გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია.
„მივესალმები ყვარელს და ყვარლელებს, დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით - მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოიპოვა შვიდი ბრწყინვალე, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ბოლო შვიდ არჩევნებში ახლა ჩვენ ვემზადებით მერვე არჩევნებისთვის, მერვე დამაჯერებელი და ძლიერი გამარჯვებისთვის. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი გუნდი იმარჯვებს. ჩვენი ქვეყანა იმარჯვებს ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ხალი იმარჯვებს, იმიტომ, რიმ „ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ხალხისთვის ბოლო წლებში მოიტანა განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს ხალხს ავარიდეთ დამატებითი პრობლემები, თავისტკივილი და განსაცდელი. ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი ქარტეხილი გამოვიარეთ - არაერთი სირთულე, არაერთი პრობლემა, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომები. მათ შორის, სულ ახლახანს, 13 წლის წინ 21-ე საუკუნეში გამოვცადეთ ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რომელიც 2007 წელს ჩვენი ტერიტორიიდან გასული ყო, მაგრამ უგუნური პოლიტიკისა და მძიმ პროვოკაციების ვერ არიდების შედეგად ისევ შემობრუნდა რუსული ჯარი. ეს რა თქმა უნდაა, მწარე რეალობაა, მაგრამ ეს სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში მეგობრებო! ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმ დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ მე მათ ყოველ დღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან მათ, მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს. ერთის მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)