|
2021-08-13 13:04:56, 434 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - ლაგოდეხის დაცული ტერიტორია 110 წლის გახდება, ის ერთ-ერთი ყველაზე მოვლილი ტერიტორიაა და იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გარემოს დაცვაზე ზრუნვის კუთხით აქვს
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია 110 წლის გახდება მომავალ წელს, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დაცული ტერიტორიაა და რაც მთავარია, მოვლილია და ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გარემოს დაცვაზე ზრუნვის კუთხით პირველივე დღიდან აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს. ,,მთელი სტუდენტობა ლაგოდეხში გავატარე, ვესწრებოდი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ეს ულამაზესი ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა არა მხოლოდ ამ მხარის, არამედ, მთელი საქართველოსთვის. ლაგოდეხის დაცული ტერიტორია 110 წლის გახდება მომავალ წელს, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დაცული ტერიტორიაა და რაც მთავარია, მოვლილია და ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც „ქართულ ოცნებას" გარემოს დაცვაზე ზრუნვის კუთხით პირველივე დღიდან აქვს. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ასეთი სიმდიდრე გაგაჩნია, ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენო. სხვადასხვა დროს, რამდენიმე ოჯახურ სასტუმროში გავჩერებულვარ და ვხედავდი, რომ ყოველ წელს მომსახურების მრავალფეროვნება იზრდებოდა. ეს არ არის საკმარისი, გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტს. მეტი შესაძლებლობა უნდა შევქმნათ, ამიტომ ჩვენი გუნდის მოლოდინია, რომ მერი და საკრებულო უფრო მეტად იაქტიურებს მოსახლეობასთან, ბრწყინვალე ახალგაზრდებთან, რომლებთანაც მეც მქონია შეხება. ისინი პარლამენტში გვსტუმრობდნენ, გარემოს კომიტეტში და ბევრი საინტერესო იდეა, პროექტი წარმოუდგენიათ. აუცილებელია, მათი ჩართულობით კიდევ უფრო საინტერესო შესაძლებლობები გავაჩინოთ ლაგოდეხისთვის. ბევრია გაკეთებული, რასაც გავეცანი - ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი სკოლები, ამბულატორიები, თუმცა, ვიცი, არის გამოწვევებიც, რომლებიც აუცილებელია, მალე დაძლეულ იქნას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, არა მხოლოდ აქ, არამედ სხვადასხვა რეგიონში, არის 24 საათიანი წყლით მომარაგება. მიმაჩნია, რომ ეს ის პრობლემაა, რომელსაც ერთხელ და საბოლოოდ უნდა დავუსვათ წერტილი და მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრს ეს პრიორიტეტად აქვს აღებული. საქართველოში, რომელიც წყლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, ჯერ კიდევ რჩება გარკვეული სოფლები, სადაც ეს პრობლემა უნდა დავასრულოთ. ამის იმედს მაძლევს ძლიერი გუნდი, როგორც მერობის კანდიდატი, ასევე, საკრებულოს წევრები, რომლებსაც მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებისგან აქვთ და ჩვენ შევძლებთ არსებული გამოწვევების გადალახვას". - განაცხადა კუჭავამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)