|
2021-08-13 11:59:01, 457 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა და ადა ბასეტმა „დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის“ მართვაზე პასუხისმგებლობის გადაცემისა და უზრუნველყოფის გეგმას ხელი მოაწერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელმა, ადა ბასეტმა სამინისტროსთვის „დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის“ (დზეის) მართვაზე პასუხისმგებლობის გადაცემისა და უზრუნველყოფის გეგმას ხელი ოფიციალურად მოაწერეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა“ (დზეის) წარმოადგენს დაავადებათა შესახებ ერთიან ინფორმაციულ ბაზას და ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება დაავადებათა შემთხვევების დროული შეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის. მათივე ინფორმაციით, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის (BTRP) ფარგლებში, „დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის“ დანერგვა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 2004 წლიდან დაიწყო. სისტემა ეტაპობრივად დაინერგა საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონულ ლაბორატორიაში და ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაში ჩართულ ორგანიზაციებში. ,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე მარგო შილდს, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის (BTRP) ფარგლებში ქვეყნისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამის დამსახურებით, ქვეყანაში ბიოუსაფრთხოების განვითარებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კოვიდის დიაგნოსტირებისთვის და თავდაცვისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვის მნიშვნელობის საკითხი". - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ჩვენთვის გამორჩეულად დასაფასებელია თქვენი მხარდაჭერა, რისთვისაც გიხდით გულწრფელ მადლობას. შეძენილი ცოდნით და გამოცდილებით, ჩვენ სათანადოდ შევძლებთ დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის მართვის პასუხისმგებლობის გადმობარებას. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. „მინდა ყველას მოგილოცოთ, რადგან ხელმოწერილი დოკუმენტი აღნიშნავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების განვითარების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების პროგრესს. თანამშრომლობაში აღნიშნული მიღწევა ცხადყოფს საქართველოს, როგორც ჩვენთვის საიმედო პარტნიორის მნიშვნელობის საკითხს“, - განაცხადა მარგო შილდსმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



