|
2021-08-12 13:38:45, 548 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - გამოკითხულთა 51%-ის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას, 18% „ოცნებას“, 6% კი „ნაცმოძრაობას“ ასახელებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ დგას. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 6%-მა. გამოკითხულთა 6%-მა სხვა პარტიები დაასახელეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა. კვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც სავარაუდოდ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 61%-ს შეადგენს. ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 24% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, 7% ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა, 7% სხვა პარტიებს ასახელებს, 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია, ხოლო 9-9% ამბობს, რომ არ იცის და უარს ამბობს პასუხზე. NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)