|
2021-08-11 14:34:15, 543 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი - ობიექტური კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძეს აქვს თბილისელი ამომრჩევლების უდიდესი მხარდაჭერა
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი კომპანია GORBI-ს მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ კახა კალაძეს თბილისელი ამომრჩევლების უდიდესი მხარდაჭერა აქვს. მისი განცხადებით, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კახა კალაძე მერობის უალტერნატივო კანდიდატია, რაც შეეხება რეიტინგის მაჩვენებლებს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იგი კიდევ უფრო გაიზრდება. „კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს აქვს 61%-ზე მეტი რეიტინგი, ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში, მის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 67%. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს უკვე ობიექტური კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძეს აქვს თბილისელი ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერა და იგი პრაქტიკულად, უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატად გვევლინება. ნიშანდობლივია, რომ კახა კალაძეს ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს დღეს, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში. ყველა ლოგიკის მიხედვით, კამპანიის მსვლელობისას აღნიშნული რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა. კახა კალაძის შტაბის უფროსმა თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წელი კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მეტ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. „ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თბილისელების მხარდაჭერას მთელი ამ ხნის განმავლობაში და დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ, თითოეულ მათგანს. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად კიდევ ერთხელ გავამართლებთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად, თავდაუზოგავი და უანგარო შრომით, თბილისელებზე ზრუნვას და ჩვენი ქალაქის განვითარებას გააგრძელებს, რათა დიდი საქმეები, ყველა წამოწყებული მასშტაბური პროექტი გაგრძელდეს და თითოეულ უბანში, თითოეულ ოჯახამდე მივიდეს. დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს, კახა კალაძე ჩვენი თბილისელი ამომრჩევლების მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს მისი საკრებულოს გუნდიც და შესაბამისად, გაიმარჯვებს თბილისიც", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)