06:44 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 14:33:28, 526 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: არავის არაფერში ვეჯიბრები - ვაკეთებ ჩემს საქმეს და მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა

„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც დასაფასებელია.

მერობის კანდიდატი კომპანია „გორბის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ნდობას უკან კონკრეტული საქმეებით დააბრუნებს.

„კვლევებთან დაკავშირებით, განცხადებები ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და სიახლეს ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ არავის არაფერში ვეჯიბრები. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები, ვაფასებ და ჩემი და ჩემი თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, ეს კეთილი განწყობა, პატივისცემა კონკრეტული საქმეებით დავაბრუნოთ", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მინდა, თბილისელებს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია და გასაფრთხილებელია. პირობას ვაძლევ ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მხარდამჭერია თუ არა, მომდევნო წლების განმავლობაში, ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, მათით ყველა აუცილებლად იამაყებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics