|
2021-08-11 13:48:34, 713 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებს 15 აგვისტოს დაასახელებს
„ევროპული საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და პოლიტიკური მოძრაობა „ დროას“ ლიდერების, გიგა ბოკერიას, ზურაბ ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციური შეთავაზების ფარგლებში თბილისში, მაჟორიტარულ ნაწილში შეთანხმებულ კანდიდატებს დაასახელებენ, რომელთაც მხარს ასევე დაუჭერს „ნაციონალური მოძრობაც“. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, პარტიები მაჟორიტარულ კანდიდატებს კვირას, 15 აგვისტოს დაასახელებენ. „ ეს არის არჩევნები, რომლის შედეგადაც უნდა გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს, როგორც ნაწილი თავისუფალი სამყაროსი. ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი გარე მტრისგან დაცული იყოს. ქვეყნის შიგნით კი დაცული იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის პიროვნული თავისუფლება. ამ ტიპის პოლიტიკური ბრძოლაა ბოროტებასა და თავისუფლებას შორის. მნიშველოვანია, ყველას ესმოდეს, რომ ოპოზიციის უდიდეს, კრიტიკულ ნაწილს კარგად ესმის, რომ ამ საზიანო და სახიფათო ხელისუფლების გამოცვლის შემდეგაც არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა მოხდეს სრული ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს არის საკვანძო ნაწილი. ამასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ, რომ შევჯერდეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის თავისუფლება და შანსი, რომ საკუთარი შრომით თვითონ მოიპოვოს ბედნიერება, ეკონომიკური თავისუფლება, მთავრობის შეზღუდვა ზომით, უფლებებით და შესაძლებლობით, რომ ჩვენს ცხოვრებას ხელი შეუშალოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ. კვირას მაჟორიტარულ კანდიდატებს გაგაცნობთ. იმედი მაქვს, როგორც აქ მოხდა კრიტიკულ ნაწილს შორის ოპოზიციის შეჯერება ამ საკითხებზე, ასევე მოხდება შეჯერება სხვადასხვა კონფიგურაციით რეგიონებში. ეს მოხდება რამდენიმე დღეში და არა კვირების შემდეგ. ჩვენ უკვე დავაგვიანეთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)