|
2021-08-10 13:36:51, 347 ნახვა
საზოგადოება
ჯოვანი სკუდიერის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის განვითარების ფონდი სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო. „აღნიშნულ სივრცეში, სადაც ახლა რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ჩვენ ჩავატარეთ დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია, მათი გაერთიანების შემდეგ კი ეს სივრცე იყო დარჩენილი, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, დაახლოებით, 6 000 კვ.მ ფართობის განახლების გადაწყვეტილება მივიღეთ. ესეც მთლიანობაში შეკრავს დიდ სივრცეს - პარკს, სანაპიროს და ის ყველანაირად იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და განათებული. ტერიტორიაზე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა. ასევე, ნახატებით მოვაჭრეებისთვის მოეწყობა შესაბამისი კუთხეები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი საქმიანობა განაგრძონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საყრდენი კედლის გამაგრება, რესტავრაცია და მოპირკეთება; გამწვანების თარგების მოწყობა; დეკორატიული სანათების მონტაჟი; ახალი გარე განათების ბოძებისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები; სარწყავი სისტემის მოწყობა; უსაფრთხოების ქსელისა და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სისტემების მონტაჟი; მხატვრებისთვის განკუთვნილი სავაჭრო სტენდების მოწყობა; საფეხმავლო სივრცის კეთილმოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 349 916 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წლის 20 სექტემბრისთვის იგეგმება. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



