|
2021-08-10 12:52:44, 506 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი სურვილია, თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, წელს იხარჯება 500 მილიონი
ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არა ერთი პროექტი დავაფინანსეთ, თუნდაც მარნეულში, იქნებოდა ეს სკოლების, ბაღების მშენებლობა, გზები, გაზი, ყველაფერი, ყველა პროექტი მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, „ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, განახლებული ბაღები, სკვერები, ახალი ტურისტული ადგილები, იმისთვის, რომ მოსახლეობამ კიდევ უფრო უკეთესად, კომფორტულად იგრძნოს თავი და ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. „მე მინდა, რომ ეს ყველაფერი გახდეს ხელშესახები, კიდევ უფრო მეტი განვითარება უნდა შემოვიტანოთ ყველა რეგიონში, ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში. ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივა - განახლებული რეგიონები, რომელიც არის მრავალწლიანი პროექტი, წელს იხარჯება 500 მილიონი. ჩემი სურვილია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, განახლებული ბაღები, სკვერები, ახალი ტურისტული ადგილები, იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ უფრო უკეთესად, კომფორტულად იგრძნოს თავი, ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გამშვენდება, გალამაზდება და გაძლიერდება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი", - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა და ხალხთან მუშაობა. „თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. გუშინ, ოფიციალურად დავიწყეთ კამპანია რუსთავში. დღეს, ახლა, მარნეულში გვაქვს ამის თაობაზე შეხვედრები. ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები. ჩვენი კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა და ხალხთან მუშაობა. ყველა პრობლემა უნდა გადავუწყვიტოთ ჩვენს მოსახლეობას. მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი კომუნიკაცია, ადგილზე გასვლა, სოფლებში, ყველგან, ყველა უბანში უნდა ჩავიდეს მერი და ადგილზე გადაუწყვიტოს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კვირაში ერთხელ შეიძლება დაწესდეს, თუნდაც, მოქალაქეების მიღების საათები, რომ არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს განცდა, რომ მთავრობა და კონკრეტულად, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. ცენტრალური მთავრობა ვაკეთებთ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)