06:38 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 17:22:02, 858 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ

სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა   ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ, - ეს განცხადება  ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა და  სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე გააკეთეს, მათი თქმით სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ეს თემა განიხილეს და შეთანხმნენ რომ წვრთნები ან აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება

„განვიხილეთ ჩვენს სტრუქტურებს შორის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა და რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რატომ არ უნდა ჩატარდეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ჩვენი მეზობლები ხომ მათ რეგულარულად ატარებენ. გარკვეული მომზადების შემდეგ შესაძლებელია ამ სწავლების ჩატარება აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”, - აღნიშნა ბიბილოვმა.

შეხვედრის დასრულებისას კომენტარი  ასლან ბჟანიამაც გააკეთ. მისი თქმით მხარეებმა ასევე განიხილეს “ორი სახელმწიფოს“ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

“სამწუხაროდ, სამყარო არ გამხდარა უფრო ჰუმანური და ჩვენ გვჭირდება გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხვდებით მსგავს პრობლემებს მრავალი თვალსაზრისით და მიდგომების ერთიანობა არის რეალური შანსი ამ საკითხების გადასაჭრელად. ორი ხმა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ერთი. მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ცოტა რამ შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ”, - განაცხადა ბჟანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics