" />
06:26 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 13:00:03, 1180 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - 13 წლის წინ ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით, ახლა ურდოს ანასხლეტები დაჯლიგინებენ რუსთაველზე

13 წლის წინ ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით, ახლა ურდოს ანასხლეტები დაჯლიგინებენ რუსთაველზე, - ამის შესახებ პარტია 'გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

"13 წლის წინ, ამ დღეს, ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით და გადაგვთელა, სადამდეც გაუსწორდა. ეგეთი უსუსურობის განცდა და სასოწარკვეთა მანამდე მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მქონდა განცდილი. 

ახლა იგივე ურდოს ანასხლეტები უკვე ჯვრებით და შავებში რუსთაველზე დაჯლიგინებენ და ჟურნალისტებს წიხლავენ, ქუჩებსა და მეტროში ცემენ ფერად ახალგაზრდებს, და, რაც მთავარია, ხელისუფლებიდან ებლატავებიან ჩვენს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში და საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციებში იქით ასწავლიან, რა არის დემოკრატია.

არაფერი და არავინ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის ომთან მიმართებაში, მაგრამ  თუ რამე უნდა გვახსოვდეს დღეს, ესაა - ოქტომბერში ურდო არის გასაჯმ***ებელი", - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics