16:41 - 10 Oct, 2026
|
2021-08-06 17:33:44, 1135 ნახვა
სამართალი
ბორჯომში კაცი დაჭრეს, ის კლინიკაში გარდაიცვალა
ბორჯომში კაცი დაჭრეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ყელის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და დაჭრილი კლინიკაში თავადვე მივიდა. ექიმები ამბობენ, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ის კლინიკაში გარდაიცვალა. "დილის საათებში პაციენტი შემოსული იყო თვითდინებით, მრავლობითი ნაკვეთი მძიმე ჭრილობებით, მალევე გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რეანიმაციული ღონისძიებები. ვინაიდან, ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი პაციენტი გარდაიცვალა. მრავლობითი ჭრილობები იყო კისრის და მხრის არეში", — აცხადებენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)