|
2021-08-05 12:02:50, 436 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პირველ მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე და სპორტული მოედანი გაიხსნა
გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპორტული მოედნის და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული სივრცე ფეხბურთის ტურნირით - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ გაიხსნა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაესწრო. ამასთანავე, სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი, დასასვენებელი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა ღია სივრცის ჩოგბურთის მაგიდა, განთავსდა სასმელი წყლის შადრევანი და საქანელა სკამები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათების სისტემა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში, კერძო საკუთრებაში იყო, რის გამოც, მისი რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცა, მოსახლეობასთან შეთანხმებით შემუშავდა პროექტი, რის შემდეგაც, რაიონის გამგეობამ მოსასვენებლი სივრცე და მინი სპორტული მოედანი მოაწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 257 585 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება ტურნირს, ჩემპიონატში - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ აპლიკაციის მეშვეობით დარეგისტრირებული პირველი 16 გუნდი მონაწილეობს. ფეხბურთის ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი ოფებით) გაგრძელდება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სავაჭრო ცენტრის ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრებს 200-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, მეორე ადგილზე გასულებს - 150-ლარიანი ვაუჩერები, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრებს 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. ასევე, დასახელდებიან სამ ნომინაციაში გამარჯვებულები: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი. ნომინაციებში გამარჯვებულებს სავაჭრო ცენტრის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. ტურნირის ფინალი 15 აგვისტოს გაიმართება. შეჯიბრი პანდემიის დროს არსებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



