|
2021-08-04 15:07:53, 537 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური ჩართულობით ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 17ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.100.000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი - 473.500 ლარს შეადგენს. ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოცვის ნერგების შეძენა/გაშენებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა. კოოპერატივს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 40 ტონამდე მოსავალი მოყავს, რომლის რეალიზაციასაც როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ ახდენს. მოცვზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კოოპერატივი სამაცივრე მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოებას, დამახარისხებელი და გადამამუშავებელი მოწყობილობების შეძენასა და პროდუქტის უკრაინის ბაზარზე გატანას გეგმავს. „საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე წარმატებულად ვახორციელებთ საქმიანობას. ვეძებთ ახალ ბაზრებს, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. მოცვის კრეფის პერიოდში 60-დან 150-მდე ადამიანს ვასაქმებთ. იქედან გამომდინარე რომ მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება, იმედი გვაქვს კიდევ ბევრ ადამიანს დავასაქმებთ“,-აცხადებს კოოპერატივის წარმომადგენელი, ჯამბულ დუმბაძე. „საქართველოს ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ბანკის ჩართულობით ქობულეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა. კოოპერატივის წარმატებული საქმიანობის შედეგად კი საჭირო გახდა სამაცივრე მეურნეობის შექმნა და ახლა უკვე გაფართოებაც კი. მოხარული ვართ რომ პროდუქტი არამარტო საქართველოში იყიდება, არამედ გადის ექსპორტზე უცხოეთში. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კოოპერატივს და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის გაძლიერებას“ , - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



