|
2021-08-02 15:04:30, 546 ნახვა
საზოგადოება
„მწერალთა სახლის“ განცხადებით, ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდება
„მწერალთა სახლი“ ლიტერატურულ კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი კონკურსის ჩატარება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი საკონკურსოდ წარდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე მოხსნილი 92 წიგნია, ასევე მწერალთა სახლის მიერ შერჩეული ოთხი ჟიურის წევრის მიერ მონაწილეობაზე უარის თქმაა. „მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის. მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



