|
2021-08-02 14:40:24, 428 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი, დედაქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის
"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა", - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. "შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. სამინისტრო მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ეტაპობრივ ამაღლებას.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



