|
2021-08-02 13:31:56, 591 ნახვა
საზოგადოება
5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო
5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო. საკითხის გადადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მოითხოვა. დეპუტატის თქმით, ამის მიზეზი ის არის რომ მისი კოლეგები ბოიკოტის რეჟიმში არიან და ვერ დაესწრებიან საკითხის განხილვას. „ეს საკითხი ჩვენ დავაინიცირეთ თხოვნაც იყო, მაქსიმალურად სწრაფად ყოფილიყო ბიუროზე განხილვის საგანი და სესიაზე განხლვის-კენჭისყრის. ვიცით, რომ მას სჭირდება 50 ხმა. გვქონდა კიდევაც კონსულტაციები ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან, თითოეული ფრაქციის წარმომადგენელთან. იყო კიდევაც მზაობა გამოთქმული. ფრაქცია „ლელომ“ გამოთქვა მზაობა, ისევე, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სამწუხაროდ, შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი კოლეგები არიან ბოიკოტის რეჟიმში. სამწუხაროა ძალიან, რომ ისინი ამ საკითხის გამო არ აპირებენ, დაესწრონ სხდომას და გამონაკლისი დაუშვან, მიუხედავად იმისა, რომ იყო მზაობა გამოთქმული, მხარს დაუჭერდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნას", - განაცხადა სამნიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



