|
2021-07-30 16:18:19, 797 ნახვა
საზოგადოება
ფაიზერით ვაქცინაცია აჭარაში დამტებით 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი
დღეიდან მოქალაქეებს ფაიზერით ვაქცინაციაზე რეგისტრაციის საშუალება დამატებით ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში მიეცა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტო ავრცელებს. მათი ცნობით, კლინიკების ჩამონათვალს ბათუმში - ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინა" და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაემატა. ფაიზერით იმუნიზაცია მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებშიცაა შესაძლებელი. მსურველებს ჯავშნის გაკეთება ხულოს, შუახევისა და ქედის ევექსის ჰოსპიტლებში შეუძლიათ. გაიზარდა ამცრელი კაბინეტების რაოდენობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც, აქ მოქალაქეებს ფაიზერით ვაქცინაციისას დამატებით 6 ბრიგადა მოემსახურება. "დღეისათვის აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 სამედიცინო დაწესებულებაში და ორ დიდი სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს. მობილიზებულია 33 ამცrელი ბრიგადა. გასული ორი დღის განმავლობაში ვაქცინაციისთვის ამცრელ კაბინეტებს ყველაზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. დღის განმავლობაში 2300-მდე პირი იტარებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ამჟამად აჭარაში ვაქცინირებულია 51 057 მოქალაქე."- ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



