06:02 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 21:02:39, 760 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესმენები - იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით

„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის," - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილს ვრცელებენ , წერილში კონგრესმენები   „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის  შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან.

კონგრესმენების წერილში ნათქვამია,რომ ამ მოვლენებით გამბედაობა ემატება მას,ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს. კონგრესმენები იმედოვნებენ,რომ ორივე მხარე წავა კომპრომისზე. თავის მხრივ კი, გამოთქვამენ მზაობას დახმარება გაუწიონ საქართველოს.

„სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებულ მიმდინარე გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით და ასევე, როგორც ოპოზიციური პარტიების უარით შეერთებოდნენ შეთანხმებას, ასევე თბილისში პოლიტიკის ზოგადი პოლარიზაციით.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ, ხელახლა გადააფასონ მათი პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა - მისი დანგრევისთვის.

მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, - ნათქვამია კინზინგერისა და კონოლის ერთობლივ წერილში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics