|
2021-07-29 20:04:42, 1032 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.- ამის შესახებ ინფორმაცის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით, ხაზი გაუსვეს საგადასახადო და საბაჟო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას. "ორივე მინისტრმა ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ავგარ ავანესიანი და დელეგაციის სხვა წევრები."- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



