|
2021-07-28 15:22:20, 820 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. „მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ეს პროგრამა 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი დაპირება იყო და რა თქმა უნდა, მას ჩვენ ვასრულებთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში თქვენ ჩემთან ერთად დადიოდით უბან-უბან, სხვადასხვა რაიონში და ხედავდით, რამდენ ოჯახს და ადამიანს დავეხმარეთ ამ მიმართულებით. ეს პროგრამა გრძელდება. მინდა, ვუთხრა ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ზედმიწევნით ეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



