05:48 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 15:09:15, 585 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან, დღეს „ოცნებამ“ საქართველოში არჩევნები გააუქმა

დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადეს.

უგულავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა და მმართველ პარტიას უნდა მიეცეს ვადა, დაბრუნდეს მიშელის შეთანხმებაში.

 „ჩემი აზრით:

1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან

2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას და მთავრობისგან გადაგდებულ პარტიორებს რომ დააბრუნოს ოცნება შეთანხმებაში.

3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება

3. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები“, - წერს გიგი უგულავა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics