05:48 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 12:37:45, 628 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯაზე - ჩემს კომპეტენციაში არ შედის

კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 5 ივლისის ორგანიზატორების დასჯა „მისი კომპეტენცია არ არის“.

მინისტრი აცხადებს, რომ 5 ივლისს მომხდარ ძალადობაში დამნაშავე პირები მაშინ დაისჯებიან, როცა გამოძიება დასრულდება.

თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა, თუ როდის დაუბრუნებს „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას წართმეულ მიკროფონს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჰომოფობურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 53 ჟურნალისტს, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორ, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს დედამ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მედიასაშუალებები ითხოვენ, რომ 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა აიღოს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics