|
2021-07-27 14:19:41, 505 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში, დღის განმავლობაში, 2000-მდე ადამიანი აიცრა
აჭარის ოპერატიული შტაბის სხდომაზე ვაქცინაციის გაფართოების საკითხი განიხილეს-ამის შესახებ ინფრომაციას აჭრის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. „ოპერატიული შტაბის ფორმატში ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესზე რეგიონში. აჭარაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 2000-მდე მსურველმა ჩაიტარა. ჯამში აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000 მდე პირს. ვაქცინაცია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადმინისტრირებას ექვსი კლინიკის 19 ამცრელი ბრიგადა უწევს. დღეიდან მოსახლეობას აცრა „სინოფარმით" და „სინოვაკით" ორ საზოგადოებრივ სივრცეში, ,,მეტრო-სითსა" და ,,ბათუმი მოლში" იქნება შესაძლებელი.“ ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



