|
2021-07-27 13:32:44, 410 ნახვა
საზოგადოება
ერნესტო ოტონე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის - მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის
„ჩემთვის დიდი პატივია, UNESCO-ს სახელით მივულოცო საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა.- ამის შესახებ UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ კულტურის დარგში ერნესტო ოტონემ განაცხადა. „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ წარმოადგენს უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს, რომელიც მილიონობით წლის წინ გადაჭიმული იყო ევრაზიის კონტინენტზე და დღემდე შემორჩენილია პირვანდელი სახით. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის - მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის! თქვენ დაამტკიცეთ, რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ ადგილას ცდილობენ მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური და მემკვიდრეობა!", - განაცხადა ერნესტო ოტონემ. ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



