|
2021-07-26 12:22:44, 539 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ და GEC ფინტექ კოპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართლებით უფასო კონსულტაციებს სთავაზობენ
საქართველოს ბანკმა ფინტექ მიმართულების ბიზნესებს მორიგი შეთავაზება მოუმზადა. ამიერიდან საკონსულტაციო კომპანია GEC ბანკის პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართულებით უფასო კონსულტაციებსა და 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. GEC-ის შეთავაზება ვრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: ბიზნესგეგმა და ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია (Investor Pitch), ფინანსური მოდელირება, ბიზნესმოდელირების ვორქშოპი და ზრდის სტრატეგია (Upscaling). შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3y5KPdu „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას და სხვადასხვა შეთავაზებებით უპასუხოს მათ მოთხოვნებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისპროვაიდერ კომპანიებთან. საკონსულტაციო კომპანია GEC-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები მათთვის საჭირო და მრავალფეროვან სერვისებზე ამიერიდან უფასო კონსულტაციებითა და სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ამ და სხვა პროექტებით ჩვენ ვაგრძელებთ ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფინტექ ინდუსტრიის მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა. ინფორმაციისთვის, საკონსულტაციო კომპანია GEC საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ოპერირებს. 2010 წლიდან კომპანიამ წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიის მცირე, საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებთან. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://gec-consulting.com/
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)