|
2021-07-24 12:47:59, 753 ნახვა
საზოგადოება
უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების პროექტების განხილვის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული კომისიის სხდომა გაიმართა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უძღვებოდა. სხდომაზე ეროვნული დონის ორი კონცეპტუალური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი იქნა განხილული. სხდომის დღის წესრიგის თანახმად, პირველ საკითხად განხილულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები. სხდომის ფარგლებში, მეორე საკითხად განხილულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები. სხდომაზე მომხსენებლებად გამოვიდნენ: კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი − სერგო თურმანიძე და კომისიის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. სხდომაში მონაწილეობდნენ უწყებათშორისი კომისიის წევრები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



