|
2021-07-24 12:43:31, 570 ნახვა
საზოგადოება
კელი დეგნანმა ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა . დიპლომატმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. „მინდა, პირადად გადავუხადო მადლობა მინისტრ ტიკარაძეს და ამ სამინისტროს თანამშრომლებს, მათი დაუღალავი შრომისთვის და არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის, რომ ჩამოსული ვაქცინა დროულად მივიდეს ქართველ ხალხთან. მოვუწოდებ ყველას, ვისაც საქართველოში ვაქცინაცია ეკუთვნის, ისარგებლონ ამ შემთხვევით და აიცრან სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ამასთან, ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღსადგენად. მე უკვე გავიკეთე „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა და აშშ-ის საელჩოს თითქმის სრული გუნდი უკვე აიცრა „ფაიზერით“. გირჩევთ, მოგიწოდებთ, თქვენც აიცრათ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



