|
2021-07-24 12:39:20, 417 ნახვა
საზოგადოება
პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდა
საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს. „საქართველოში პირველად ჩატარდა აგრარული ოლიმპიადა, რომელშიც სპეციალისტები, ფერმერები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადის ფარგლებში, მომზადდა საკმაოდ მაღალი დონის ტესტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი აგრარული ოლომპიადა შედგა და ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ოლიმპიადამ დასახული ამოცანები შეასრულა. საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იყო საკმაოდ მაღალი. სამომავლოდ, აგროოლიმპიადა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს ინტერესს როგორც სასოფლო-სამურნეო დარგის, ასევე, ზოგადად, სოფლის განვითარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მომავლ წლებში, აგრარულ ოლიმპიადაში უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება, გვეყოლება მეტი გამარჯვებული, რაც აგრარული განათლების პოპულარიზაციას და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. აგრარული ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას 4 კატეგორია - სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა. საკონკურსო თემატიკა კი, 7 მიმართულებას - აგრონომია, ვეტერინარია, ღვინის ტექნოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე და მოსწავლეებისთვის გაერთიანებული საკითხები (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა. ელექტრონულ პლატფორმაზე, ოლიმპიადაში მონაწილეობის 755 მსურველი დარეგისტრირდა. ორ ეტაპად ჩატარებული ტესტირების შემდგომ, პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის 37 გამარჯვებული გამოვლინდა. „დავაჯილოდოვეთ პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სკოლის მოსწავლეები - ისინი არიან ჩვენი მომავალი თაობა. სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ შეურჩევიათ მომავალი პროფესია, უკვე ინტერესდებიან სოფლის მეურნეობის დარგით, აგრარული საკითხებით და ერთვებიან კონკურსში. ვფიქრობ, ეს ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებაა“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა. პირველი აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებაების ხელმძღვანელები, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აგროოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის პარტნიორები იყვნენ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)