|
2021-07-24 10:47:04, 703 ნახვა
საზოგადოება
საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო
საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 24 ივლისს ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ. ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვას მთავრობას ვაქცინებისთვის სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა. „ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერს ზალკალიანი „ტვიტერში“.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



