05:46 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 18:06:07, 966 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ

„ქართული ოცნება” მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, დაესწრონ 26 ივლისის პლენარულ სხდომას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.

„ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში. თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება.

სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა”,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics