|
2021-07-23 12:16:15, 515 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროგრამის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ხორციელდება. პროექტის მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ნავსადგურებში კორეელი და ქართველი სპეციალისტები ერთობლივად ახორციელებენ ბათიმეტრიულ სამუშაოებს , ასევე ზღვის დონის, წყლის დინებების, სიჩქარის და სხვა მახასიათებლების კვლევას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური წყლის ფუნდამენტური კვლევები საქართველოს საზღვაო სივრცეში ათწლეულების მანძილზე არ ჩატარებულა. კვლევების პარალელურად ჰიდროგრაფიული სამსახურის სპეციალისტებისათვის კორეელი ინჟინრები სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ. „აღნიშნული პროექტი საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისათვის“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



