|
2021-07-22 13:03:21, 600 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს
23 ივლისიდან, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ, ღამის რეისს ამატებს. შესაბამისად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში ოთხი რეისი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს. სამგზავრო მატარებლების განრიგი და მოძრაობის დრო იხილეთ მოცემულ ცხრილში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



