|
2021-07-21 14:36:24, 807 ნახვა
საზოგადოება
აქ. ახლა „თიბისი“ სულ შენთანაა
„ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა." ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუნდება მომხმარებელს და აძლევს დაპირებას, რომ აქ და ახლა, თიბისი ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა. გასულმა წელმა მართლაც გადაასხვაფერა ბევრი რამ. თუმცა, ვერ შეცვალა ის, რაც მუდმივია: მეგობრობა, საყვარელ ადამიანებთან ერთად წლების განმავლობაში განვლილი გზა და თავს გადახდენილი ისტორიები, დედებისა და შვილების ურთიერთობა, გამოცდილება, რომელსაც თუნდაც ლიტერატურისა თუ მუსიკის ჩვენი რჩეული ჟანრები გვაძლევს, საქმის ერთგულება და ზოგადად - სიყვარული. იხილეთ ვიდეო: https://fb.watch/6TBtdYXgB0/ ახალი ვიდეოს იდეა კრეატიულ სააგენტო „ვინდფორსს" ეკუთვნის, ტექსტი მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა შექმნა, ხოლო მუსიკა - გია ყანჩელის, ყველასთვის საყვარელი „ის აქ არის" ზურა მახნიაშვილის არანჟირებით გაკეთდა. ვიდეოში გამოყენებულია ისტორიული და ყველასთვის ძვირფასი მომენტების ამსახველი ფოტოები და კადრები: კახი კავსაძის შეხვედრა პელესთან, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ფრაზა "დედამიწას სიყვარული ატრიალებს", 1981 წელს თბილისის „დინამოს" გამარჯვება თასების მფლობელთა თასზე და ამ გამარჯვებით გახარებული გულშემატკივარი. ახალი კამპანიით თიბისი გვახსენებს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ცხოვრების ყველაზე მეტ დაუვიწყარ ისტორიას ვქმნით.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)