20:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 15:29:03, 446 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აგრესიასა და სხვადასხვა არამართლზომიერ ქმედებაში მონაწილეები დაისაჯონ

„დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს ძალიან სურთ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება - მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი, იყოს არეულობა და დესტრუქცია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს წესრიგი და განვითარება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოება ამას ხედავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიასა და სხვადასხვა არამართლზომიერ ქმედებაში, სათანადოდ დაისაჯოს. ეს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობაა," - აღნიშნა მინისტრმა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჩვენ დავგმეთ ძალადობა. მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი და განვითარება," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დღეს არსებულ პანდემიურ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკამ აღდგენა და გაჯანსაღება ხდება და მნიშვნელოვანია რომ ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics