05:18 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 15:02:43, 786 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი მოსამართლეებზე: ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან ერთპარტიული მმართველობისკენ

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის დანიშვნის საკითხს „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც იან კელი აღნიშნავს, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან  ერთპარტიული მმართველობისკენ.

„აშშ-მა მილიარდები დახარჯა ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად. ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან  ერთპარტიული მმართველობისკენ. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს პროცესი“, - წერს იან კელი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე - გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა და ლაშა ქოჩიაშვილი უვადოდ დანიშნა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics