|
2021-07-16 20:09:23, 768 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 41 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები 5 მისამართზე დასრულდა, 7 მისამართზე კი მიმდინარეობს. მოეწყო და რეაბილიტირდა 2 დასასვენებელი სივრცე, 3 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 11 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, ფიტნეს ზონები კი 6 მისამართზე ეწყობა. გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გრუნტის დამჭერი კედლისა და კიბეების მოწყობა 8 მისამართზე განხორციელდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, 71 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. მათ შორის: რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 ლიფტს; წყალარინების ქსელი 15 მისამართზე შეიცვალა; სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 23 მისამართზე დასრულდა; გლდანის რაიონში 2021 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა პროექტისთვის ჯამში, 9 399 154 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



