|
2021-07-16 14:46:47, 875 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე იმყოფება
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე იმყოფება. ის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება. „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ, სამშობლოსთვის, ღმერთისთვის!“, - ეს იყო სიტყვები, რომელიც დეკანოზმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე წარმოთქვა. ცნობისთვის, დღეს დილიდან 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლში ჩხრეკა ჩატარდა. განყოფილებაში „ალტ ინფოს“ ხელმძღვანელი, ასევე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი გადაიყვანეს. გარდა ამისა, „ალტ-ინფოს“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე მათი კიდევ ოთხი წარმომადგენელი, კერძოდ, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ირაკლი ყიზილაშვილი და კონსტანტინე მარგოშია იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



