13:37 - 15 Nov, 2026
|
2021-07-15 18:31:05, 637 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა
ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა - მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად ვიმყოფებით მაღალაშვილის ქუჩაზე, სადაც გზა კაპიტალურად შეკეთდა. ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 283 000 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



