|
2021-07-15 14:29:41, 614 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძემ ნოტარიუსებს სიახლეები გააცნო
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ განხორციელებული სანოტარო საქმიანობისთვის ნოტარიუსს აღარ დასჭირდება იუსტიციის მინისტრის თანხმობა. ამ სიახლის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა ნოტარიუსებთან შეხვედრაზე ისაუბრეს. ასევე, გაუქმდა შეზღუდვა ნოტარიუსის მიერ შემცვლელი პირის დანიშვნის შესახებ, შეიცვალა რეგულაციები ნოტარიუსთა სამუშაო დროსთან დაკავშირებით, ამასთან, სანოტარო ბიუროებში იხსნება არასრულწლოვნებთან დაკავშირებული შეზღუდვები. რეგულაციები შემსუბუქდა და ამოქმედდა სანოტარო მედიაცია, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმია მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს სანოტარო მედიაციის ინსტიტუტი. ეს არის მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული ინსტიტუტი, რომელიც მხარეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს დავების მოგვარების პროცესს. გარდა ამისა, მომხმარებლებისთვის მედიაციის მომსახურებით სარგებლობა უფასოა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



