|
2021-07-13 12:19:00, 698 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსი ჩატარდა. ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, სწავლება სააგენტოს 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. კოდექსით განსაზღვრულ საკითხებზე მომზადებული სპეციალური პროგრამა სააგენტოს თანამშრომლებს დაეხმარება, ეფექტიანად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები. კურსის ფარგლებში, 120 თანამშრომელი ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზებასა და ტაქტიკაშიც გადამზადდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული პროგრამა, თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს და მასში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების გარდა, მოხალისეების სახით, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)