|
2021-07-12 18:31:29, 1074 ნახვა
საზოგადოება
ნინო ლომჯარია განმარტავს, რა საკითხებზე ისაუბრა პრეზიდენტთან შეხვედრაზე
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განხილული იყო 5-6 ივლისის მოვლენები. ასევე განხილვის საკითხი იყო მთავრობის პასუხსიმგებლობა და პოლიციის უმოქმედობა. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ერთი-ერთზე ვისაუბრეთ და იყო ღია საუბარი. მე ვერ ვისაუბრებ პრეზიდენტის პოზიციაზე, თუმცა ჩემი მხრიან იყო დაყენებული ყველა ის საკითხი, რაზეც შესვლის დრო ვისაუბრე, ჩემი აზრით, განვითარებული მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას, პოლიციის ქმედებებს, ასევე ვესაუბრე, რომ აუცილებელია დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით და ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რასაც ესეთ დაჯგუფებები უქმნიან ქვეყანას. შემიძლია იმის თქმა, რომ პრეზიდენტი ძალიან შეწუხებულია მომხდარის გამო, თუმცა მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ, ჩემი მხრიდან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება არ ყოფილა, თუმცა პრეზიდენტთან ვისუაბრე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც დღეს გააკეთა. ეს იყო განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



