|
2021-07-12 17:50:10, 1135 ნახვა
საზოგადოება
ნინო ლომჯარია - პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა
უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერმა დაადასტურა, რომ ის, რაც 5 ივლისს მოხდა მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. „პრემიერმა უკვე ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და ხელი არ შეეშალათ მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის, ეს დაადასტურა მან, რომ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ პოლიცია არ ყოფილიყო სათანადოდ წარმოდგენილი და წინააღმდეგობა არ გაეწია ამ ადამიანებისთვის, ასევე გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს ისე იქნება, შესაბამისად, უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



